- Advertisement -

ვოლსკი: პრეზიდენტის ქმედებები სიტუაციის დაძაბვას და პოლიტიკური კრიზისის შექმნას ემსახურება

452

"ვფიქრობ რომ პრეზიდენტი პირდაპირ მიექანება კრიზისის შექმნის მიზნამდე. ამ შემთხვევაში რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვს დაკავებული, რომელიც აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული,"-განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, პრეზიდენტი განზრახ ცდილობს სიტუაცია პოლიტიკური კრიზისისკენ წაიყვანოს.

"არის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც პოზიციების შეჯერება ნათელი იყო, რომ ვერ მოხდებოდა, თუნდაც მიწის კანონთან დაკავშირებით. თუნდაც ქორწინების თემასთან დაკავშირებით და არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით. წახვიდე იმაზე, რასაც მოგვიწოდებენ თუნდაც პრეზიდენტი და "ნაცმოძრაობა" ერთად ან სხვა მცირე პარტიები, მათ გარშემო და სატელიტები, ნიშნავს რომ ჩვენ საფრთხის ქვეშ დავაყენოთ სახელმწიფო უსაფრთხოება. ანუ ვერ შევქმნათ მთავრობა. კოალიციური შეთანხმება ამ შემთხვევაში, რაც არ უნდა დიალოგი იყოს, ვერ მოხდება. პრეზიდენტი ვფიქრობ ამ სიტყვა დიალოგს სპეკულატიურად იყენებს თითქოს, კონსტრუქციული წინადადების ჩამოსაყალიბებლად. სხვა არაფერი. მისი ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ დაიძაბოს სიტუაცია და შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი,"-განაცხადა ვოლსკიმ.

Comments
Loading...