- Advertisement -

ვოლსკი: როდესაც პრეზიდენტის მხრიდან რამე მოდის, ეს დაპირისპირების წინაპირობას ქმნის

523

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესზე პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის.  მისი თქმით, საჭირო არ არის, ამ საკითხის გამო ურთიერთობის დაძაბვა. 

"ძალიან ინტენსიური გრაფიკი გვაქვს და მათ შორის ძალიან ინტენსიური მუშაობა საკონსტიტუციო კომისიაში. როდესაც პრეზიდენტის მხრიდან რამე მოდის ეს დაპირისპირების წინაპირობას ქმნის, აუცილებლად. რა საწიროა ამ საკითხების დაძაბვა როდესაც ძალიან ფართო სპექტრია წარმოდგენილი საკონსტიტუციო კომისიაში და პრაქტიკულად ყველა პარტიას ეთქმის იქ სიტყვა და შემოტანა შეუძლია თავსის წინადადების", – განაცხადა გია ვოლსკიმ. 

Comments
Loading...