- Advertisement -

ვოლსკი რუსთავი 2-ზე: აღსრულების შეჩერება, სტრასბურგში საქმის არსებით განხილვამდე გადაიდო

581

"სტრასბურგის სასამართლომ, დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა მოსარჩელე მხარისგან "რუსთავი 2“-ისგან, იგივე "ნაციონალური მოძრაობისგან", აქ განსხვავება არ არსებობს. თვის ბოლომდე უნდა წარადგინონ განმარტებითი ინფორმაცია. ასეთივე ინფორმაციის მიწოდება ევალება სახელმწიფოსაც რომლის წინააღმდეგაც შეიტანა სარჩელი "რუსთავი 2“-მა,“-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ "აიპრესთან“ განაცხადა.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ  სიტყვა უვადოდ შეჩერება უადგილოა, რადგან აღსრულების შეჩერება სტრასბურგში საქმის არსებით განხილვამდე გადაიდო. 

"სტრასბურგის სასამართლო არ იხილავს უზენაესი სასამართლოს მიერ არსობრივი განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას. აქ იყო მიმართვა სტრასბურგის სასამართლოზე, რომ ამ გადაწყვეტილების რეალიზაციას შეიძლება მოჰყოლოდა მძიმე შედეგები, როგორც ადამიანის უფლებების ასევე ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის გაჩენის თვალსაზრისით . 

სიტყვა უვადო უადგილოა აქ. საქმის არსებით განხილვამდე, დამატებითი მასალის მიღებიდან, უმოკლეს ვადაში ეს საკითხი განხილული უნდა იქნეს,“-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ "აიპრესთან“.

ავტორი: თეონა გიორგაძე

Comments
Loading...