- Advertisement -

ვოლსკი სააკაშვილზე: პროკურატურა ვალდებულია მოითხოვოს სააკაშვილს ექსტრადირება

353

"ყველა შემთხვევაში, აქ პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს მიღებული. შეიძლება ზოგი ცდილობს პოლიტიკური რაკურსით განიხილოს ეს საკითხი რამდენად მიზანშეწონილია რამდენად არ არის პოლიტიკურად მიზანშეწონილი. მაგრამ მთავარი აქ არის კანონის მოთხოვნა, რომელიც ამ ქვეყანაში და სხვა დემოკრატიებში მოქმედებს. აქვს ადამიანს გარკვეული პასუხები გასაცემი. ძალიან სერიოზულ შეკითხვებზე და სერიოზულ ბრალდებებზე. რასაკვირველია პროკურატურა ვალდებულია მოითხოვოს ექსტრადირება,"-განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზე. ვოლსკი, სააკაშვილთან დაკავშირებულ მოსაზრებებს ოპონენტებს მხრიდან პოლიტიკურ სკანდალის შექმნის მცდელობად აფასებს.

"მე რას ველოდები ამის მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას რომ პროკურატურამ იმოქმედოს კანონთან შესაბამისობაში. არავითარი პროგნოზი არ გამაჩნია, თუ კანონს წესს და საერთაშორისო ურთიერთობების მოთხოვნებს გავყვებით, ყველა შემთხვევაში საქართველო ის ქვეყანაა სადაც ექსტრადირებულ ადამიანს არ ემუქრება არც პოლიტიკური დევნა და არც პოლიტიკური ნიშნით შევიწროვება. ვფიქრობთ, რომ უკრაინა ამ მონაცემებს გაითვალისწინებს. ყველა დამატებითი შეკითხვა ამასთან დაკავშირებით, პასუხები და ინტერპრეტაციები, რომელიც ჩემი კოლეგების მხრიდანაა. ესაა მიმართული იქითკენ, რომ პოლიტიკურ სკანდალის დამატებითი წინა პირობა შეიქმნას.ასე რომ, რაც ვთქვი ამის იქით არსებობს მხოლოდ პოლიტიკური ინტერესები და მეტი არაფერი,"-განაცხადა გია ვოლსკიმ.

Comments
Loading...