- Advertisement -

ვოლსკი: საკმაოდ არაჯანსაღი და არასწორი მოქმედებები შეიმჩნევა პრეზიდენტის მხრიდან

564

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ქმედებები არასაჯნასაღი და არასწორია. ამის შესახებ მან საკონსტიტუციო კომისიაზე საუბრისას განაცხადა. 

"შეცდომაში შეყვანილი შეიძლება იყოს ვინმე, რომ არ ვხედავდეთ ზედაპირზე რა დევს. თავად კომისიის მუშაობის პირველი დღიდანვე პრეზიდენტი ჩადგა ისეთ პოზიციაში, რასაც არ მინდა ბოიკოტო რომ ვუწოდო, მაგრამ რეალურად გაემიჯნა და ყველა საკითხთან დაკავშირებით აქვს საკმაოდ მწვავე გამოსვლები და პრაქტიკულად პარალელურ პროცესს აწარმოებს მაშინ, როცა ამის აუცილებლობა არ არსებობს.

ეხლა იქ გვერდზე გაყვანა მოხდა და ყურში ჩაჩურჩულება, რომ მოდი ბოიკოტის რეჟიმზე გავიდეთ, ეს მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, თვალხილული რასაც ვხედავ პროცესს, საკმაოდ არაჯანსაღი და არასწორი მოქმედებები შეიმჩნევა პრეზიდენტის მხრიდან",-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

ირაკლი კობახიძის ბრალდების საპასუხოდ, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან საკონსტიტუციო კომისიიდან დატოვებასთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ირაკლი კობახიძე შეცდომაშია შეყვანილი. 

Comments
Loading...