- Advertisement -

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

135

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის, გამოკითხვის ფაქტი.

"ამ ორი ადამიანის მიმართ მიმდინარეობს მოკვლევა, უბრალოდ მიმდინარეობს ზოგადად და ამ სასაკითხთან მიმართებაში სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლო გაფლანგვის თაობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხევბი ჰქონდათ ამ ორ დასახელებულ პიროვნებასთან. ყოფილი თანამდებობის პირია, არსებული თანამდებობის პირია თუ ჩვეულებირვი მოქალაქეა როდესაც შეკითხვებს უსვამენ მნიშვნელოვან თუ არამნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში უნდა გასცენ პასუხი.

ეკონომიკის სამინსიტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის სტრუქტურები, რომლებიც საკმოდ მნიშვნელოვან, სოლიდურ საბიუჯეტო თანხებს განაგებდნენ.

მიმდინარეობს ამ საკითხის მოკვლევა. ამ მოკვლევის ფორმატში დაისვა შეკითხვები. თუ რაიმე შეკითხვებია ყველამ უნდა გასცეს პასუხი. შეიძლება ბევრ ადამიანთან აქვთ შეკითხვები…"- აცხადებს გია ვოლსკი "აიპრესთან".

ცნობისთვის, "აიპრესის" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

Comments
Loading...