- Advertisement -

ვოლსკი: ყველამ იცის, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება კონსტიტუციას, რომელიც დღეს გაგვაჩნია

17

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის შემდეგ განუცხადა.
“ვისაუბრეთ შემოთავაზებაზე, რადგან ყველამ იცის, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება კონსტიტუციას, რომელიც დღეს გაგვაჩნია. საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ ჩაჯდება გრაფიკში და ჩემზე უკეთ კონსტიტუციონალისტები აგიხსნიან” -განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ყველას სურვილი ჰქონდა, რომ საკუთარი პოზიციები გამოეხატა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის შესახებ წინააღმდეგობრივი კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით.
“გამოითქვა წუხილი საქმიანი და მეგობრული, რომ 12-მა ადამიანმა უმრავლესობა დატოვა, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პროპორციულ და შერეულ სისტემაზე, მყარად ითქვა, რომ უმრავლესობა სჭირდება “ქართულ ოცნებას” არა როგორც პარტიას, არამედ სახელმწიფოს სტაბილურობისა და განვითარებისთვის” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
The post ვოლსკი: ყველამ იცის, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება კონსტიტუციას, რომელიც დღეს გაგვაჩნია appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...