- Advertisement -

ვოლსკი: ყიზილაჯლოში მომხდარ თავდასხმაზე გამოძიების დასრულებას უნდა დაველოდოთ

325

"ქართული ოცნებია" წევრის გია ვოლსკის განცხადებით, გუშინ, მარნეულში მომხდარ თავდასხმაზე ყველა გამოძიების დასრულებას უნდა დაელოდოს.

"ზაზა ხუციშვილმა გარკვეულად პასუხი გასცა იმ სულელურ გამოხტომას , რაც გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" მხარემ. ითქვა რომ თითქოს შიდა დაპირისპირებები იყო. ყველამ თავი უნდა შეიკავოს გამოძიების მომდინარრობის დატვირთვისგან პოლიტიკური საკითხებით",-განაცხადა ვოლსკიმ.

"მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს

Comments
Loading...