- Advertisement -

ზაალ უდუმაშვილი იოსელიანზე: ჩვენი კანდიდატი სამი თაობა ვაკელია

770

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ვაკის რაიონის ამომრჩეველს თბილისის მეჟორიტარობის კანდიდატი კოტე იოსელიანი წარუდგინა. ზაალ უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ კოტე იოსელიანი ამომრჩევლის პრობლემებს კარგად იცნობს, რადგან ის სამი თაობა ვაკელია. 

"ოქტომბერში თბილისი იტყვის გადამწყვეტ სიტყვას და ამ ქვეყანაში დაიწყება ცვლილებები სწორედ თბილისიდან და ვაკე იქნება ერთ-ერთი უბანი, რომელიც გადაწყვეტს თბილისის ბედს.

ჩვენი კანდიდატი სამი თაობა ვაკელია და შესაბამისად, მემგონი ყველაზე კარგად იცნობს ვაკელების პრობლემას და დარწმუნებული ვარ, სწორედ კოტე არის ის ადამიანი, რომელიც ზუსტად შეძლებს ყველა პრობლემის მოგვარებას და გადაჭრას",-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

Comments
Loading...