- Advertisement -

ზაალ უდუმაშვილი: მე გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი ვარ

517

"დღეს თბილისელები გაბრაზებულები ვართ, იმიტომ რომ არასდროს არ ყოფილა ჩვენი ქალაქი ასე უყურადღებოდ მიტოვებული როგორც დღეს",-ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. ზაალ უდუმაშვილი მერობის კანდიდატადმეტეხის ტაძრის ეზოში წარადგინეს.

"არასდროს ასეთი უგულებელყოფილი არ ყოფილა ჩვენი თბილისელების ნება, როგორც დღეს, იმიტომ რომ არასდროს ამდენი მოაუგვარებელი პრობლემა და გამოწვევა არ დარჩენილა უპასუხოდ როგორც დღეს. დღეს მეც, როგორც თქვენ, ჩემი თანაქალაქელები, ვარ გაბრაზებული და ამიტომაც ჩემი წარდგენით პირველ რიგში თქვენ გაბრაზებული თბილისელები ხართ. მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი",-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს თბილისს ცვლილებები სჭირდება.

"მინდა გავხდე ჩვენი ქალაქის მერი, იმიტომ რომ თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი. ჩვენს ქალაქს დღეს ჰაერივით სჭირდება ცვლილებები, მოტივირებული, საქმიანი და წესიერი ადამიანები მართვაში და მე როგორც ამ ქალაქის შვილს მაქვს მიზანი და მოტივაცია თბილისელების ცხოვრება გავხადო ისეთი როგორსაც ისინი იმსახურებენ",-ზაალ უდუმაშვილმა. 

Comments
Loading...