- Advertisement -

ზაალ უდუმაშვილი: მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დავჯდე დებატებში

389

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ის მზად არის ნებისმიერ ფორმატში დაჯდეს ოპონენტებთან დებატებში.

ამის შესახებ უდუმაშვილმა "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

"მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დავჯდე დებატებში, რასაც შემომთავაზებს ნებისმიერი მედიასაშუალება, რადგან სწორედ დებატებია წინასაარჩევნო პროცესში კანდიდატებისთვის კომუნიკაციის მთავარი საშუალება, რაც შეეხება სახელისუფლებო კანდიდატის დღევანდელ განცხადებას, არამგონია, რომ კანდიდატები უნდა კარნახობდნენ მედიასაშუალებებს რა ფორმარტით და როგორ უნდა წარიმართოს დებატები. ეს მედიის პრეროგატივაა",- განაცხადა უდუმაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მზადაა მიიღოს მონაწილეობა კანდიდატების საერთო დებატებში. თალაკვაძემ მედიასაშუალებებს მიმართა და შესთავაზა, რომ შეთანხმდნენ ერთიან ფორმატზე, რომელშიც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელს და ყველა კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. 

Comments
Loading...