- Advertisement -

ზაალ უდუმაშვილი: მივატოვე საარჩევნო კამპანია, რადგან დღეს წყდება საქართველოს მომავალი!

496

"შეგნებულად მივატოვე თბილისში წინასაარჩევნო კამპანია და ჩამოვედი ქუთაისში, რადგან აქ ამ შენობაში დღეს წყდება საქართველოს მომავალი", – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი მოქმედი ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის "ფეხქვეშ გათელვას" პასუხს გასცემს.

"დღეს წყდება ის, თუ როგორ განვითარდება ეს ქვეყანა ხვალ. ოფიციალურად დღეს მიმდინარეობს ხელისუფლების უზურპაცია და ამას ერთპიროვნულად აკეთებს ,,ქართული ოცნება“ . აუცილებლად ქართველი ხალხი პასუხს გასცემს ამ თვითნებურ გადაწყვეტილებას და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას. ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოახდინოს დიქტატურის დამყარება. ხალხი თავად მოძებნის გზას, როგორ გასცეს პასუხი ამ ყველაფერს. ქვეყანაში საბოლო ჯამში ჩვენ მივიღებთ პოლიტიკურ კრიზისს და ამ ბრძოლას ჩვენ ხალხთან ერთად მივიყვანთ გამარჯვებამდე“- განაცხადა ზაალ უდუმაშილმა.

პარლამენტში კონსტიტუციური პროექტის მესამე მოსმენით განხილვა მიმიდნარეობს.

ცნობისთვის, რიგგარეშე სესია პროტესტის ნიშნად "ევროპული საქართველოსა“ და "ნაციონალური მოძრაობის“ წევრბმა დატოვეს.

ამ დროისთვის პარლამენტში ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული, რომლის შემდეგაც კონსტიტუციის პროექტი მესამე მოსმენით კენჭისყრაზე დადგება.

Comments
Loading...