- Advertisement -

ზაზა გაბუნია: დიდი სიამოვნებით ვუყურებ სადამდე მივა “ნაცმოძრაობის” ორივე ფრთის დემაგოგია

760

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაზა გაბუნია მიიჩნევს, რომ ე.წ. მოსმენების კანონით მოქალაქეების უფლებები და მათი უსაფრთხოება დაცული იქნება. აღნიშნულზე გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. 

"მე დიდი სიამოვნებით ვუყურებ სადამდე მივა "ნაციონალური მოძრაობის" ერთი და მეორე ფრთის დემაგოგია, რა ეტაპამდე. ჩნდება ლეგიტიმური, სამართლიანი და ლოგიკური შეკითხვა ამ დემაგოგიის ფონზე, ვისი ამოცანაა და ვალდებულებაა სახელმწიფოში უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ამაზე პასუხი ერთია, ესაა სახელმწიფოს ვალდებულება. სახელმწიფო საუკეთესო ევროპული პრაქტიკის და ჩვენი სახელმწიფოს და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით იღებს კანონს, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მოქნილ მუშაობას და საბოლოო ჯამში ეს რა თქმა უნდა უზრუნევლყოფს სახელმწიფოს და მოქალაქეების უსაფრთხოებას. 

ოპოზიცია არაფერზე გვეთანხმება და ყველა საკითხზე აქვს ერთი და იგივე რიტორიკა, რადიოსათვის ჩაწერილი ტექსტი, რასაც ხელისუფლების პოზიციის გასაკრტიკებლად რთავენ ხოლმე"-განაცხადა ზაზა გაბუნიამ. 

მისივე თქმით, როცა საუბარია სამოქალაქო სექტორის პოზიციაზე, გასათავლისწინებელია, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება სახელმწიფოს ტვირთია.

"ჩვენ ვნახეთ რა მოხდა ლონდონში, დიდი ბრიტანეთი არის უზრუნევლყოფილი უსაფრთხოების კარგი სისტემით, მაგრამ ამ პირობებშიც კი მოხდა ის, რაც მოხდა, ასეთ დროს რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები უნდა იყვნენ უზრუნევლყოფილი ყველა ინსტრუმენტით იმისთვის, რომ არ იქნას დაშვებული ასეთი საგნგაშო ფაქტი ქვეყანაში",-განაცხადა ზაზა გაბუნიამ. 

პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ "ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ" კანონპროექტს ვეტო 20 მარტს დაადო და საკანონმდებლო ორგანოს მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა.პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. 

Comments
Loading...