- Advertisement -

ზაზა გაბუნია: პრეზიდენტის ირიბი არჩევის წესი შეიძლება 2018 წლისთვის ავამოქმედოთ

471

"თუკი თქვენ სწორად მიგაჩნიათ ირიბი არჩევის წესი, მაშინ რატომ არ აკეთებთ ახლავე, ხომ ესეც ლეგიტიმური კითხვაა, რადგან ჩვენი არგუმეტაცია არის ის, რომ საპარლამენტო რესპუბიკებში ასე ხდება არჩევა",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაზა გაბუნიამ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისივე თქმით, მათი კომპრომისი, რომ 2023 წლისთვის არჩეულიყო პრეზიდენტი ირიბი წესით, ოპონენტებმა გონივრულად არ მიიღეს, ზაზა გაბუნია განმარტავს, რომ ის რაც კონსტიტუციურად სწორია, შესაძლებელია ამოქმედდეს 2018 წელსვე. 

"აქ იყო ძალიან მნიშნელოვანი არგუმენტი რავის არ უნდა მიაჩნდეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღება ვინმეს მიმართ ჯიბრის გამო. ამიტომ მოვხსენით ჩვენ ეს პრობლემა დღის წესრიგიდან და ვთქვით, მოდი, ახლა რადგან ეკუთვნის გიორგი მარგველაშვილს მეორე ვადით არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ნუღარ დავამკვიდრებთ ამ წესს 2018 წლისთვის, დავამუშავოთ ეს წესი 2023 წლისთვის, მაგრამ ეს გონივრული კომპრომისი არ იქნა გონივრულად მიღებული ოპონენტების მხრიდან. ამიტომ აზრს კარგავს ყოველგვარი კომპრომისი და შეთავაზება და მიგვაჩნია, რომ რაც კონსტიტუციურად, თუ საერთაშორისო პრაქტიკის თვალსაზრისით არის სწორი, შეიძლება ის 2018 წელსვე ავამოქმედოთ",-განაცხადა გიორგი გაბუნიამ. 

საკონსტიტუციო ცვლიებების პროექტის მიხედვით პრეზიდენტს 300 ხმოსანი ირჩევს დებატების გარეშე. კონკრეტული თარიღი, როდიდან აირჩევა პრეზიდენტი ირიბი წესით პროექტში განსაზღვრული არ არის, თუმცა, საკონსტიტუციო კომისიის წევრები აცხადებდნენ, რომ ირიბი წესით პრეზიდენტი 2023 წელს აირჩეოდა. 

Comments
Loading...