- Advertisement -

ზაზა გაბუნია: წყალტუბოს აღორძინება ეკონომიკური თვალსაზრისით სასიცოცხლოა საქართველოს სულ ცოტა სამი რეგიონისთვის

10

“ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა წყალტუბოს აღორძინებაზე და მისთვის თანამედროვე, უნიკალური ფუნქციის შეძენაზე. კურორტის აღდგენას აუცილებლად მოჰყვება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება წყალტუბოსა და მის შემოგარენში. ამავდროულად, სანატორიუმებში მცხოვრები ოჯახები ღირსეული საცხოვრებლებით იქნებიან უზრუნველყოფილნი და მათ დასაქმების პერსპექტივაც გაუჩნდებათ. საბოლოო ჯამში, რეგიონში 15 000 – 20 000 ადამიანი დასაქმდება, რაც მთელი იმერეთის ეკონომიკურ აღმავლობას გამოიწვევს, სარგებლის მიღებას კი რაჭა ლეჩხუმის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის მოსახლეობაც შეძლებს. ვხედავთ ეროვნული მნიშვნელობის საქმის დასაწყისს. წარმატება მინდა ვუსურვო ამ წამოწყებას”, განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
The post ზაზა გაბუნია: წყალტუბოს აღორძინება ეკონომიკური თვალსაზრისით სასიცოცხლოა საქართველოს სულ ცოტა სამი რეგიონისთვის appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...