ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ მთავრობის კანცელარიასთან 30-მდე სისხლის სამართლის საქმე მიიტანეს, რომელიც შვილმკვდარი ოჯახებს ეხება.
მათი თქმით, ეს ის ადამიანები არიან, ვისი საქმეც სახელწიფომ კარგად არ გამოიძია და დაჩაგრა.
"ეს არის სისხლის სამართლის საქმეები, კონკრეტული დაზარალებული პირების, ადამიანების ვინც დაჩაგრა სახელმწიფომ.
ეს საქმეები შეგვაქვს პრემიერ მინისტრთან, დავტოვებთ კანცელარიაში. იმედი მაქვს პრემიერმინისტრი გაეცნობა აღნიშნულ საქმეებს, აიღებს პირად კონტროლზე და პრემიერი გადაეღობება ამ ადამიანების მიმართ იმ მახინჯ სისტემას, რომელიც ჩაგრავს მათ. რომელიც გვჩაგრავს ჩვენ და ჩაგრავს ზაზას.(სარალიძე)
პრემიერმინისტრი გარანტია ამ ადამიანებისთვის, რომ ამ ადიამიანებისთვის დადგება ერთხელ და სამუდამოდ სამართალი ამ ქვეყანაში და ეს ადამიანები იგრძნობენ თავს ამ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად.
აქ არის 30-ზე მეტი საქმე. ყველა საქმე თავისი არსით ერთმანეთზე მძიემა.
აქ არის ნაწილი, რომელიც სასამართლოშიც არის და არსებობს გადაწყვეტილებები.’’-განაცხადა ზვიად კუპრავამ