- Advertisement -

ზაზა სარალიძე: ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში უნდა მოისპოს შერჩევითი სამართალი

118

ამის შესახებ, ხორავას ქუჩაზე მოკლული 51-ე საშუალო სკოლის მოსწავლის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ კანცელარიასთან ჟურნალისტებთან განაცხადა.
ზაზა სარალიძის თქმით, ის სასამართლოსგან რეაგირებას კი არ ელოდება, არამედ მათი მოვალეობაა ეს საქმეები გამოიძიონ და დადგეს განაჩენი.

“მე რეაგირებას არ ველოდები, ეს არის პირდაპირ მათი ვალდებულება, რომ გამოძიონ ეს საქმეები და დადგეს სამართლებრივი განაჩენი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოისპოს ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი, რომლის წინაშე მეც ვდგავარ.

პრემიერი თუ მიმიღებს ,რა თქმა უნდა, შევხვდები.არა მარტო ამ საქმეებზე, ჩემს საქმეებზეც მინდა გასაუბრება და შეხვედრა რა ეტაპზეა, რა მსვლელობებია და რას ფიქრობენ.",-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსნებთ, რომ ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ პრემიერს კანცელარიაში 30-მდე გამოუძიებელი საქმე მიუტანეს

Comments
Loading...