თავისი შეხვედრა სპორტის სასახლეში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, NBA-ის ვარსკვლავმა ზაზა ფაჩულიამ ახალგაზრდების მოწოდებით დასრულა:
"განათლება არის ძალიან მნიშვმელოვანი, განათლების გარეშე არაფერი გამოვა. გაუნთლებელი სპორტსმენიც არ ვარგა.
თუ დაგიფასდათ, მაქსიმუმ 40 წლამდე შეგიძლიათ თამაში, მერე რას იზამთ?! მინდა ეს დაიმახსოვროთ, მინდა ეს გაითვალისწინოთ. თუ გაქვთ განათლება ყველაფერი უფრო ადვილი და საინტერესოა, ყველაფერი უფრო სახალისოა და იმ მიზნებს რასაც დაისახავთ თქვენ და თქვენი თანატოლები, განათლებით უფრო ადვილად მიაღწევთ. ასე, რომ ჩემი რჩევა და ჩემი თხოვნა იქნება, იკითხეთ წიგნები!", – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.