- Advertisement -

ზაზა ფაჩულია: NBA-ის თასი საქართველოსია, ამ ტიტულს ვერავინ წაგვართმევს

487

 

NBA-ის ჩემპიონთა თასი ზაზა ფაჩულიამ საქართველოში ჩამოიტანა. 

''Golden State Warriors''-მა წლევანდელი გათამაშების ფინალში ''Cleveland Cavaliers'' 5 სერიაში 4:1 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიგო. ტრადიციული ტროფი ტურის ფარგლებში,ზაზა ფაჩულიამ თასი საქართველოში ჩამოიტანა. ტურის განვავლობაში გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ ქართველი კალათბურთელი და ცნობილი ლარი ობრაიენის სახელობის თასი  ნახონ და მასთან ფოტოები გადაიღონ.

''მადლობა ღმერთს, რომ გამითენდა ეს ბედნიერი დღე, პირველ რიგში, და როგორც შეგპირდით, ეს თასი ჩამოვიტანე საქართველოში, რამდენიმე დღე აქ იქნება. ეს თასი საქართველოსია, ეს თასი ყველა ჩვენგანის არის და შეგიძლიათ ყველამ იამაყოთ აბსოლუტურად, იმიტომ, რომ ამ ტიტულს ჩვენ ვერავინ ვერ წაგვართმევს, ეს ისტორიაში ჩაეწერა და შემდეგი მთელი ჩემი კონცენტრაცია და მთელი ჩემი ფიქრი და მომზადება იქნება ნაკრებთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, მომავალ წელსაც გავიმეორებთ იგივე შედეგს, რაც წელს მოხდა.'', – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

Comments
Loading...