- Advertisement -

ზალკალიანი: ბიბილოვისა და პუტინის შეხვედრა რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის გაგრძელებაა

531

" ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფა, გაგრძელება იმ არაკანონიერი და დესტრუქციული პოლიტიკის, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში",-ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ოკუპრებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერის ანატოლი ბიბილოვისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრას. 

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის მსგავს ნაბიჯებს გმობს და ადეკვატურად აფასებს. 

"ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გვქოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ე.წ. ვიზიტი სოხუმში და ეს არის ერთგვარი გაგრძლება დესტრუქციული პოლიტიკის, რასაც საერთაშორისო საზოგადოება მხარს არ უჭერს, არ ცნობს და პირიქით, გმობს ასეთ ქმდებებს და ჩვენ გვაქვს სერიოზული მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგრობრობის, რისი დასტურია ის, რომ მათი მხრიდან ხდება ამ პროცესების შეფასება, ხდება ყველაფერზე სახელის დარქმევა, რომ ეს არის ოკუპაცია დანაბიჯი გადადგმული იმისკენ რომ ეს ტერიტორიები მოექცეს რუსეთის გავლენის ქვეშ. ჩვენ გავაგრძელებთ საერტაშორისო თანამეგრობრობის კონსოლიდაციას, რომ მოხდეს საქართველოს პოზიციების კიდევ უფრო გამყარება, რისი დასტურიც არის აშშ-ში 30 კონგრესმენის მიმართვა აშშ-ს პრეზიდენტის მიმართ და ასეთი მხარდაჭერა მე დარმწუნებული ვარ, მომავალშიც გაგრძელდება",-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტი ლიდერი ვლადიმერ პუტინს გუშინ, სოჭში შეხვდა. 

Comments
Loading...