- Advertisement -

ზალკალიანი: მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, კოტე ზალდასტანიშვილი ბოლო წუთამდე სამშობლოს ინტერესებს იცავდა

465

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ავსტრიაში საქართველოს ელჩის, კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ძალიან მიჭირს, ვერც კი ვუყრი სიტყვებს თავს. ჩვენი უსაყვარლესი კოტე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა. კოტე რომ გამორჩეული ადამიანი იყო ყველა მისმა ახლობელმა და მეგობარმა კარგად ვიცით. გამორჩეული იყო საქმეში, მეგობრობაში, ოჯახში, ერთგულებაში, თავდადებაში, ქვეყნის სიყვარულში. ნამდივილი სახელმწიფო მოხელე იყო. იშვიათად მინახავს მსგავსი მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი. საქვეყნო საქმის კეთებაში ბოლომდე იხარჯებოდა. მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, ბოლო წუთამდე სამშობლოს ინტერესებს იცავდა. რამდენიმე დღის წინ ეუთო-ს მინისტერიალზე ვენაში, უმძიმესი ფიზიკური ტკივილის მიუხედავად, ერთი წუთითაც არ მიუტოვებია მისია. ყველა შეხვედრას დაესწრო (ფოტოებიდან ერთ-ერთი მისი ბოლო ფოტოა), სხდომაზე ჩვენზე ადრე მისული დაგხვდა და ჩვენთან ერთად ხარობდა მიღწეული შედეგებით.

ამ მძიმე წუთებში არ შემიძლია მისი ლაღი და მოუსვენარი ხასითი არ გავიხსენო. მასთან ერთად ყოფნა ნამდვილი დღესასწაული იყო. მისი განუმეურებელი კულინარიული შედევრები ხომ საყოველთაო აღფრთოვანებას იწვევდა მეგობრებში და უცხოელ კოლეგებში. მეგობრისადმი ერთგულება მისი მთავარი პრინციპი იყო.ძალიან დარდობდა ლევანზე (ლევან მიქელაძე). განსაკუთრებულად უყვარდა, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ბერი საერთო ხასითი და თვისება ჰქონდათ. ორივე ძალიან დააკლდება ჩვენს ქვეყანას. ორი კვირის წინ ვენაში, როდესაც ვემშვიდობებოდი, როგორც შემეძლო გავამხნევე – მითხრა, რომ აუცილებლად "გამოვძვერები" და თბილისში, რომ ჩამოვალ ერთი მაგრად "შევუბეროთო".

ვუსამძიმრებ მის უსაყვარლეს მეუღლეს, შვილებს, დედას, ძმას. შვილიშვილები ხომ განსაკუთრებული ამბავი იყო მისთვის – ნამდვილად გადარეული ბაბუა იყო. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული! მშვიდობით ჩემო კოტიკო",- წერს ზალკალიანი.

Comments
Loading...