- Advertisement -

ზალკალიანი: უკრაინის ავტოკეფალია ჩემს წინა კოლეგას საჯაროდაც მივულოცე, „ფეისბუქზეც” დავწერე

17

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, უკრაინა და საქართველო, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის კუთხით, ერთმანეთის ინიციატივებს მხარს უჭერენ და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„რაც შეეხება უკრაინის ეკლესიის აღიარებას, მე მივულოცე წინა კოლეგას. ასევე, ეს იყო ჩემი საჯარო განცხადებაც, „ტვიტიც“ მქონდა, „ფეისბუქზეც“ მივულოცე და პირადად მასაც მივულოცე. უფრო მეტიც, ჩვენმა ელჩმა მონაწილეობა მიიღო მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიაში, რომელიც კიევში ჩატარდა და იქ რამდენიმე საელჩო იყო წარმოდგენილი.

ერთ-ერთი გახლდათ საქართველოს საელჩო. რა თქმა უნდა, ჩვენ უკრაინასთან ყველა მიმართულებით გვექნება კონსულტაციები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის კუთხით, ჩვენ ერთმანეთის ინიციატივებს ვუჭერთ მხარს და მომავალშიც დავუჭერთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

Comments
Loading...