- Advertisement -

ზარდიაშვილი ომბუდსმენს: კითხვის ნიშანს აჩენთ არსებული სასამართლოს თავმჯდომარეების მიმართ!

549

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობასთან დაკავშირებით ომბუდსმენის განცხადებამ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ვაო ზარდიაშვილის კრიტიკა გამოიწვია. ომბუდსმენმა სასამართლოს თავმჯდომარების არჩევის საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი ლეგიტიმაციის საჭიროებაზე მიუთითა, ვანო ზარდიშვილმა ომბუდსმენს სთხოვა განემარტა

"რას ნიშნავს უფრო მეტი ლეგიტიმაცია თვითმმართველი ორგანოსთვის. ძალიან უცნაურია სახალხო დამცველის მხრიდან თვითმმართველ ორგანოსთან მიმართებაში ამ კონტექსტში საუბარი და უფრო მეტ ლეგიტიმაციაზე, როცა საუბარია აბსოლუტურად საქართველოში არსებული ყველა მოსამართლის მიერ არჩეული იუსტიციის საბჭოზე და ამას დამატებული პრეზიდენტის წარმომადგენელზე",-განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა, რაზეც ომბუდსმენმა განაცხადა, რომ გარკვეული კრტიერიუმების არსებობაა საჭირო, თუ როგორ უნდა მოხდეს შერჩევა. 

"აქ საუბარია იმაზე, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული კრტიერიუმები, შერჩევა როგორ უნდა მოხდეს, რის მიხედვით, რა შეფასება უნდა იყოს გამოყენებული, მე ვფიქრობ, ეს არის ის საკითხები რომელიც გასათვალისწინებელია ამ პროცესში, რომ კანდიდატების შეფასება მოხდეს",-განაცხადა ომბუდსმენმა.  

ომბუდსმენის განცხადებით, როცა ყველა მოსამართლე ირჩევს ლეგიტიმურობის გაცილებით მეტი ხარისხი არსებობს, ვიდრე კონკრეტული ერთი ორგანოს მიერ არჩეულის შემთხვავაში. 

"თქვენ როგორც სახალხო დამცველი კითხვის ნიშანს აჩენთ არსებული სასამართლოს თავმჯდომარეების მიმართ",-განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა. 

Comments
Loading...