- Advertisement -

ზაფხულიდან, სოცდაუცველები და მარტოხელა პენსიონერები 30 დასახელების წამალს თვეში ლარად იყიდიან

575

საყოველთა ჯანდაცვის პროგრამით, მიმდინარე წლის ზაფხულიდან 500-დან 600 ათასამდე სოციალურად დაუცველები და მარტოხელა პენსიონერები 4-5 ძირითადი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ყიდვას თვეში 1 ლარად შეძლებენ, – ამის შესახებ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 30 დასახელების მედიკამენტებს შორისაა, გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემების(მაღალი წნევა, გულის უკმარისობა, კორონალული სისხლძარღვების დაავადება), ენდოკრინოლოგიური დაავადებების (დიაბეტის მეორე ტიპი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები) და ბრონქიალური ასთმისა და ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადების სამკურნალო წამლები.

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის არის ამბულატორულ მედიკამენტებზე წვდომა. ეს ეხება მედიკამენტებს, რომლებიც ადამიანებმა ხანგრძლივად ან მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიღონ სამედიცინო დაწესებულების გარეთ.

ძალიან მალე ავამოქმედებთ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამას, რომელიც მოიცავს პირველ ეტაპზე, 4-5 ძირითადი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიწოდებას.

რაც შეეხება პროგრამის ბიუჯეტს, ეს კონკურსის ბოლოს გახდება ცნობილი, მაგრამ, პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ეს იქნება 5 მილიონი ლარის ფარგლებში. დიდი იმედი მაქვს პროგრამა ზაფხულის დასაწყისიდან ამოქმედდება.

თუ სოციალურად დაუცველი პენსიონეროი თვეში 25-30 ლარის ღირებულების მიდიკამენტების შესყიდვას საჭიროებდა, მათ ეს სიმბოლური თანაგადახდით, მაქსიმუმ თვეში 1 ლარი დაუჯდებათ. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, ეს იქნება სახელმწიფო პროგრამა, რომელიც იმუშავებს წლების განმავლობაში", – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, წლის განმავლობაში ეს პროგრამა გაფართოვდება.

Comments
Loading...