- Advertisement -

ზაქარია ქუცნაშვილი: პრემიერის გადადგომაზე “რუსთავი 2”-მა გაავრცელა ინფორმაცია, მათ აწყობთ მისი წასვლა

336

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, რადგან აწყობს პრემიერის გადადგომა.

ქუცნაშვილი: პრემიერის გადადგომაზე "რუსთავი2"-მა გაავრცელა ინფორმაცია – მათ აწყობთ მისი წასვლა.

პრემიერი ამ კვირაში წარმოადგენს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ველოდებით მის გადადგომას. ეს ინფორმაცია თეორიული დაშვების დონეზე გაავრცელა "რუსთავი 2"-მა, იმიტომ რომ აწყობს პრემიერი გადადგეს. პლიუს ამას ხელი შეუწყო თავად პრემიერის განცხადებამ, რომ თუ დადასტურდება უკანონობა სახელწიმიფო შესყიდვების ფაქტზე, რა ფაქტიც მან შეისწავლა, მზად იყო დაეტოვებინა, ეს იყო მისი პირადი განცხადება", – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

Comments
Loading...