- Advertisement -

ზაქარია ქუცნაშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, მაგრამ ვემორჩილებით

356

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ თიანეთში მერის არჩევასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მაგრამ ემორჩილება.

აღნიშნულის შესახებ ქუცნაშვილმა "აიპრესთან" ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრული ვერსიასაც შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე.

უფრო ზუსტად კი კითხვაზე, სასამართლო გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ აყენებთ? – ზაქარია ქუცნაშვილი ასე პასუხობს:

"სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით, მაგრამ ვემორჩილებით. გვინდა, რომ ეს კულტურა შემოვიტანოთ, რომ მოგწონს თუ არა გადაწყვეტილება სასამართლოს პატივი უნდა ვცეთ.

დღეს კიდევ ახალი დარღვევა გამოვლინდა, რაც შეჯამებასთან არის დაკავშირებული. ეს თამაზმაც [მეჭიაურმაც] კარგად იცის და ახლა მიდის შანტაჟზე, რომ მეც დავტოვო მაჟორიტარობა. ისიც კი არ იცის, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები კავშირში არ არის ერთმანეთთან და სხვადასხვა ოლქებია", – განუცხადა "აიპრესს" ზაქარია ქუცნაშვილმა.
 

Comments
Loading...