- Advertisement -

ზესტაფონის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმს ეწვივნენ

557

5 ივლისს ზესტაფონის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები ეწვივნენ ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმს. დამსწრე საზოგადოებისთვის მოსწავლეებმა რამდენიმე სიმღერაც შეასრულეს. ინფორმაციას ღონისძიების შესახებ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს. 

ზესტაფონის სალოტბარო სკოლა 2015 წელს გაიხსნა და დღეისთვის უკვე 40-მდე მოსწავლე ქართულ ხალხურ სიმღერას და ტრადიციულ გალობას უფასოდ სწავლობს.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით 2015 წლიდან ეტაპობრივად იხსნება სალოტბარო სკოლები. უკვე ფუნქციონირებს 18 სალოტბარო სკოლა (წალენჯიხა, თელავი, ფოთი, ამბროლაური, ოზურგეთი, ლენტეხი, მესტია, ბორჯომი, თეთრიწყარო, ზესტაფონი, ყვარელი, ონი, ბაღდათი, დუშეთი, კასპი, გორი, ახალქალაქი, ბათუმი), სადაც 700-მდე ბავშვი უფასოდ სწავლობს ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. სკოლებში ასწავლიან საუკეთესო ლოტბარები და რეგენტები, რომლებიც საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტებმა შეარჩიეს. 

Comments
Loading...