- Advertisement -

ზვიად კვაჭანტირაძე: რუსეთი ვერ აცნობიერებს, რომ საქართველოს გახლეჩას არასდროს დაუკანონებენ

405

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზვიად კვაჭანტირაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სოხუმში ვიზიტს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ რუსეთი რეალობას სწორად ვერ აღიქვამს.

"ლავროვის ვიზიტი სოხუმში იყო არა მხოლოდ მორიგი პროვოკაცია, არამედ უაღრესად მცდარი პოლიტიკური ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან, რაც მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ რუსეთი თავად ვერ აღიქვამს რეალობას სწორად და განაგრძობს ილუზორულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში.

რუსეთი ვერ აცნობიერებს რომ საერთაშრისო თანამეგობრობა არასდროს დაუკანონებს მას ანექსიურ პოლიტიკას კავკასიასთან მიმართებაში, არასდროს დაუკანონებს საქართველოს გახლეჩვას და დაქუცმაცებას",-ზვიად კვაჭანტირაძემ. 

Comments
Loading...