- Advertisement -

ზვიად ძიძიგური საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას გამოეხმაურა

26

,,საქართველოს ეკლესიას, ჩენი ქვეყნის განსაკუთრებული ღვაწლისთვის, აქვს განსაკუთრებული შეთანხმება სახელმწიფოსთან – ეს არის საკონსტიტუციო შეთანხმება, იგივე კონკორდატი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ სახელმწიფო და ეკლესია არიან ერთმანეთისგან, ასე ვთქვათ, იზოლირებული – ერთმანეთის საქმეში არ ერევიან. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის თანაცხოვრების. როდესაც ნაციონალური მოძრაობა შემოდის ინიციატივით, რომელიც მეუფე იაკობის განცხადებასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას გულისხმობს, ეს ამ მიჯნას პირდაპირ შლის. ანუ ის, რომ ერთმანეთის ცხოვრებაში ეკლესია და სახელმწიფო არ ერევა – ამ პრინციპს პირდაპირ ებრძვის. როდესაც თავად ოპოზიციას ჭირდება საპირისპირო მოსაზრებები, ისინი ძალიან რიხიანად ამბობენ – რატომ ვრევთ ეკლესიას სახელმწიფოს საქმეში! ახლა თავად უნდათ საპარლამენტო კომისიის ფარგლებში ამ თემის გამოძიება დაიწყონ, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები – უნდა დაიბარო შესაბამისი პერსონები ანუ უნდა დაიბარო ეკლესიის მაღალი არქიელები, შეიძლება პატრიარქის დაბარებაც მოუნდეთ. მეორე მხრიდან, უნდათ დაიბარონ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები და ამით სურთ ეკლესიაც და ხელისუფლებაც დისკრედიტაციის მიმართულებით წაიყვანონ. ეს არის იმ თემებით მანიპულირების მცდელობა, რომლებიც, მე ვფიქრობ, არის ძალიან ფაქიზი და რომელიც უკავშირდება ისეთ ინსტიტუტს, როგორიც ეკლესიაა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
 
 
The post ზვიად ძიძიგური საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას გამოეხმაურა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...