- Advertisement -

ზვიად ძიძიგური: სალომე ზურაბიშვილი თავისი ქვეყნის თვითმყოფადოების წინააღმდეგ არ წავა

21

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ხობში, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წარდგენსი დროს განაცხადა.

“ქალბატონი სალმე არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი. არასოდეს ის თავისი ქვეყნის, თვითმყოფადოების წინააღმდეგ არ წავა. პირიქით, იქნება ხმალამოღებული და მე ვიცი როგორია ხმალამოღებული სალომე ზურაბიშვილი. ეს ბევრმა ჩემმა თანამებრძოლმა იცის აქ- ის არასოდეს პრინციპს არ ღალატობს და სადაც სალომეა, იქეთა მხარეს უნდა გეგულებოდეს, რომ კლდეა და დაცული ხარ ბოლომდე. ამიტომაც ეშინიათ ზოგზოგიერთებს. მე მინდა წარმატებები ვუსურვო მას და ყველას მოგიწოდოთ, რომ 28 ოქტომბერს გადავდოთ ჩვენი საქმეები, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, ხმა მოივცეთ სალომე ზურაბიშვილს. ეს არის განვითარებისკენ ნაბიჯის გადადგმა!”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

Comments
Loading...