- Advertisement -

ზვიად ხორგუაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ საქართველო გააღარიბა

641

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" ეკონომიკურმა პოლიტიკამ საქართველოს ეკონომიკა მძიმე დღეში ჩააგდო.

"გადასახადების ზრდამ, ბიზნესის რეგულაციებით დახრჩობამ და სხვა მავნებლურმა ნაბიჯებმა ქვეყნის ზრდის ტემპი კატასტროფულად შეამცირა და ამ მთავრობის პირობებში საქართველოს განვითარების პერსპექტივა მოუკლა. 2012 წელს საქართველოს მშპ 14.4 მილიარდი აშშ დოლარი იყო, ხოლო 2016 წელს ეს რიცხვი 14.3 მილიარდი აშშ დოლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ საქართველო გააღარიბა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ინვესტორები და ქვეყნის ეკონომიკით დაინტერესებული პირები სწორედ დოლარში უყურებენ ქვეყნის ეკონომიკას და მოცემული რიცხვები მათთვის უარყოფითი სიგნალია. ხელისუფლების ინფორმაციით 2016 წელს საქართველო 2.7%-ით გაიზარდა, რაც საქართველოსნაირი განვითარებადი ქვეყნისთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წლის 30 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2016 წლის ეკონომიკური ზრდა 2.2% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ან მაშინ ვერ დაითვალეს სწორად რიცხვები, ან ეხლა ვერ ითვლიან, რადგან 0.5% პუნქტიანი სხვაობა არც ისე დაბალია.

ამის მიუხედავად, მოცემული რიცხვები საქართველოსთვის ძალიან მძიმე ვითარებას ასახავს. 2.7%-იანი ეკონომიკური ზრდა პრაქტიკულად ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა არ იზრდება, რადგან მოცემული ზრდით, მაგალითად, 2016 წელს ჩვენ ვიქნებით უფრო ღარიბები, ვიდრე დღეს არიან სურინამი, გრენადა, თურქმენეთი და აზერბაიჯანი, ხოლო ჩამოთვლილი ქვეყნები 2030 წლისთვის ბევრად მდიდრები იქნებიან ვიდრე საქართველო იქნება",-განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა. 

Comments
Loading...