- Advertisement -

ზოიძე: სანამ უმრავლესობა არ შეჯერდება, ნარკოტიკებზე კანონპროექტი პლენარულზე არ გავა

316

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, სანამ მცირე ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტზე საპარლამენტი უმრავლესობის პოზიციები არ შეჯერდება, პროექტი პლენარულ სხდომაზე არ გავა.

დღეს აღნიშნული კანონპროექტი მეცნიერებათა აკადემიაში განიხილეს. შეხვედრას კანონპროექტის ინიციატორები და სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, ვისაც კანონპროექტთან დაკავშირებით საწინააღმდეგო პოზიცია აქვს, პროექტის განხილვის შეჩერება მოითხოვეს.

"როგორც ხედავთ დიამეტრულად საწინააღმდეგო პოზიციებია. კომიტეტი ჩავატარეთ იმისთვის, რომ გვეთქა, აქამდე რაზე შევჯერდით. დღეს შენიშვნები თუ იყო გამოთქმული, იყო ინიცირებულ ვარიანტზე და არა შეჯერებულ ვარიანტზე, რომელიც კომიტეტზე წარვადგინეთ", – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, აღნიშნული კანონპროექტი რამდენიმე კვირის წინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს, სადაც მას მხარი პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე დაუჭირეს. 

Comments
Loading...