- Advertisement -

ზოიძე: საუბედუროდ, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება მინდელის შახტში

111

"საუბედუროდ, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება მინდელის შახტში", – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს.

მისივე თქმით თუ ვინმეს სუბიექტური ფაქტორი გამოიკვეთება, რომ ეს იყო კონკრეტული ადამიანის, რომელიმე თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში ის ადამიანი ან პირთა წრე უმკაცრესად დაისჯება.

"საუბედუროდ, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება "მინდელის" შახტში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე 240-ე მუხლით აღძრა, რომელიც გაუფრთხილებლობით ან უსაფრთხოების წესების დარღვევით სიცოცხლის მოსპობას ან ჯანმრთელობის მოსპობას ითვალისწინებს. თუ ვინმეს სუბიექტური ფაქტორი გამოიკვეთება, რომ ეს იყო კონკრეტული ადამიანის, რომელიმე თანამდებობის პირის პასუხისმგებლობაა, ამ შემთხვევაში ის ადამიანი ან პირთა წრე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, ვინც ამ ტრაგედიაზე არის პასუხისმგებელი. არ შეიძლება, უბედური შემთხვევები ზედიზედ ხდეოდეს, ორი თვის წინ ვსაუბრობდით ექვსი ადამიანის დაღუვაზე, ახლა კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა, ეს არის უზარმაზარი ტრაგედიაა. ყველა უნდა მობილიზდეს, რათა საგანგებო გადაწყვეტილება მოვიღოთ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით.

კონსულტაციები იქნება მთავრობასთან, მფლობელებთან და გამოძიებას დაველოდოთ, ამ შემთხვევაში რა მიზეზი იყო, მაგრამ კანონი მივიღეთ, შესაბამისი ინსპექცია მუშაობს. კონკრეტულად ამ შახტისთვის უზარმაზარი სამუშაოები იქნა ჩატარებული და დადებულია უსაფრთხოების ზომების გამაუმჯობესებელი მთელი ღონისძიებები.ყველა ვინც შეიძლებოდა კომპეტენტური ამ სფეროში, ასევე უცხოელი ექსპერტები და ყველა დადო რეკომენდაცია. უსაფრთხოების ზომების მიღება ხდებოდა და რამდენად მოასწრეს ყველაფრის გამოსწორება, რა დარღვევები იყო აღმოჩენილი, ესეც ალბათ გამოძიების თემა იქნება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, მინდელის შახტაში გამოძიება ჩატარებულია და დასკვნა დაიდო, თუ რა უნდა გამოსწორებულიყო.

"მინდელის შახტაზე სამუშაოები ჩატარებული იყო და დასკვნა დადებულია, თუ რა უნდა გამოსწორდეს. გასაგებია, რომ შეიძლება უბედური შემთხვევა მოხდეს, მაგრამ უბედური შემთხვევის ალბათობა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი და სუბიექტური ფაქტორი გამორიცხული.

ეს არის კანონის არსი. ამ მხრივ სასამართლო პრაქტიკა გამკაცრებული უნდა იყოს, რათა პრევენციული ეფექტი ჰქონდეს დამსაქმებლისთვის, როისთვისაც დიდი რისკი უნდა იყოს და არა მხოლოდ ფინანსური, არამედ თავისუფლების რისკი გულვებელყოფა თუნდაც წვრილმანი საკითხების, რაც ეხება შრომის უსაფრთხოებას.

მესმის, რომ დაღუპულთა თუ დაშავებულთა ოჯახებს კომპენსაცია ურჩევნიათ და არა ადამიანის ციხეში გაშვება, მაგრამ თუ უმკაცრესი დასჯა არ მოხდა და ეს სამაგალითო არ იქნა, ამით სასამართლო პრაქტიკის დასჯის პრევენცია ძალიან მცირდება. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა უნდა შეჩერდეს, უნდა დავადგინოთ, ტრაგედიის მიზეზი რა იყო"-განაცხადა ზოიძემ.

Comments
Loading...