- Advertisement -

ზუგდიდიდან ხობში ღვთისმშობლის კვართის ერთი დღით გადაბრძანებას სინოდი გადაწყვეტს

579

გადააბრძანებენ თუ არა ერთი დღით ზუგდიდიდან ხობში ღვთისმშობლის კვართს, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას სინოდი მიიღებს, – ამის შესახებ, საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თავმჯდომარემ, ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი) ზუგდიდში განაცხადა. 

"სინოდში შემოვიდა განცხადება, ღვთისმშობლის კვართის ერთი დღით ხობში გადაბრძანების შესახებ, სინოდმა დამავალა შემესწავა ვითარება. მე აქ გადაწყვეტილების მისაღებად არ ჩამოვსულვარ,როგორც განყოფილების უფროსმა, უნდა გავაკეთო შეხვედრის რეზიუმე, სინოდმა დამავალა და სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას".

ცნობისთვის, დღეს ზუგდიდში გავრცელდა ინფორმაცია ღვთისმშობლის კვართის ზუგდიდიდან ხობში გადაბრძანების შესახებ, რის გამოც ზუგდიდის ეპარქიაში ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ჩამოდიოდა.  

Comments
Loading...