- Advertisement -

ზუგდიდის მერიასთან გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)

600

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

გარემოვაჭრეები ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლებას ითხოვენ. რადგან მათი თქმით, ეს მათი ძირითადი შემოსავალია. 

რაც შეეხება მერიის მიერ მათთვის შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართს, როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, მათი საქონლის საერთო ღირებულება შემოთავზებული ფართის ღირებულებას არ აღემატება.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მერიის ზედამხადველობის და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ბაზრის მიმდებარე ტერიტორია ბაზრის მოვაჭრეების ინვენტარისგან გაათავისუფლეს.

ზუგდისის მერმა, ლაშა გოგიამ განაცხადა, რომ ყველა მოვაჭრეს ინდივიდუალურად შეხვდა და ალტერნატიული ფართი შესთავაზა.

Comments
Loading...