- Advertisement -

ზუგდიდში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

387

ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობასთან დაბალი ზონის სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.

ისინი აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის დათვლასა და კომპენსაციას ითხოვენ. მათ აქციაზე მავნებლის მიერ გაფუჭებული თხილი და სიმინდი მიიტანეს და შენობის შესასვლელთან დაყარეს.

„ჩვენი ერთადერთი შემოსავლის წყარო თხილის მოსავალი იყო. ფაროსანამ თხილი გაანადგურა, ახლა სიმინდსაც ანადგურებს. ბავშვებს სკოლაში ვერ ვუშვებთ. სასწრაფოდ შეიქმნას კომისია, დათვალონ ზარალი და შემდეგ მოხდეს მისი ანაზღაურება", – ამბობენ აქციის მონაწილეები.

ადგილზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან

Comments
Loading...