- Advertisement -

ზურაბიშვილი: ზალბერის განცხადებას ერთი პასუხი აქვს – პერსონა ნონ გრატად გამოცხადება

529

"ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიისთვის და ჟენევის თანათავჯდომარის, ჰერბერტ ზალბერის განცხადება არა მხოლოდ პრინციპულად მიუღებელია, არამედ საკითხის მიმართ მის უცოდინარობას ავლენს",-ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

"ასეთ შემთხვევაში ჩვენ მორჩილად არ უნდა დაველოდოთ ბრიუსელის რეაგირებას ან რამე მობოდიშებას არამედ დროულად მოვითხოვოთ მისი უკან გაწვევა… დიპლომატიას თავის მკაცრი წესები გააჩნია და ამ შემთხვევაში ჰერბერტ ზალბერმა დაარღვია საქართველოს სუვერენობის პრინციპი და ქვეყნის ინტერესებს ზიანი მიაყენა.

ამას ერთი პასუხი აქვს: "პერსონა ნონ გრატა"-დ გამოცხადება…
ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება და ყველასყვის გაფრთხილება",-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. 

როგორც შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა, საქართველოში ევროკავშრის ელჩთან, იანოშ ჯერმანთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. დავით დონდუა აღნიშნავს, რომ ენევის თანათავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება მიუღებელია და იმედოვნებს, ამაზე ბრიუსელს სათანადო რეაქცია ექნება.

ჰერბერტ ზალბერმა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს ცხივალში ვიზიტის დროს, ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. 

Comments
Loading...