- Advertisement -

ზურაბიშვილი: კალაძეს ეტყობა, რომ მერობა უნდა, მუდმივად სტუმრობს საკრებულოს, აქვს თათბირები

714

"ნარმანია რომ არ უნდა იყოს მერობის კანდიდატი ეს რთული გამოსათვლელი არ იყო, იმიტომ რომ ის არის თბილისის ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული მერი, არ მხოლოდ ბოლო 25-26 წლის მანძილზე, ძველ მე-18-19 საუკუნესაც თუ შევხედავთ იქიდან მოყოლებულიც, მგონი ასეთი არაპოპულარული ფიგურა, რომელიც ხელისუფლების მომხრეებშიც არ არის პოპულარული, იშვიად ყოფილა",-ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების წევრმა დავით ზურაბიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

"მისი არაპოპულარობა ყველანაირი გამოკითხვით დასტურდება, მათ შორის "ქართული ოცნების" გამოკითხვებიც ამას დაადასტურებდა დარმწუნებული ვარ.  ერთი მხრივ ის არანაირ პრობლემას არ უქმნის არც ხელისუფლებას, არც მთავრობას, არც ბიძინა ივანიშვილს და არც არანაირ ინტერესთა ჯგუფებს, არც სუს-ს და პრაქტიკულად სუს-ი მართავს დღეს ქალაქის მერიას, უშიშროება არის მერიის მმართველი და იმას მიჰყავს იქ სიტუაცია, მაგრამ თვითონაც რამდენადაც მე ვიცი, მას აღარ უნდა, იმიტომ რომ თვითონაც გრძნობს აშკარად მაინც და მაინც კარგი რეპუტაცია ვერ მოიხვეჭა მერიაში მუშაობით და ბევრი ჯოხი მასზე ტყდება სწორედ და თუ სადმე უფრო წყნარ ადგილზე იქნება, არ იქნება უარზე.

რაც შეეხება ბატონ კალაძეს, მე რამდენადაც ვიცი, თვითონ და ეს ეტყობა მას, რომ უნდა მერობა, ის დადის საკრებულოში, მუდმივად სტუმრობს, აქვს თათბირები უმრავლესობასთან, ეს ვიცით ჩვენ ყველას, საბოლოო სიტყვა მაინც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, არ არის გამორიცხული, რომ დატოვოს კალაძე და რაღაც მოიფიქროს აქაც იმ ვარიანტისთვის, თუ ხასიათი გამოავლინა მარგველაშილივით, ან ენდოს, რაც ნაკლებად მოსალოდნელი მგონია, მაგრამ რაღაც პრევენცია შესაძლებელია, ვთქვათ საკრებულოს გუნდი იყოს სხვა და არა მისი ხალხი",-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა. 

Comments
Loading...