- Advertisement -

ზურაბიშვილი ლუჟკოვზე: რომელი ზვიადაური ეგაა რომ სტუმარ-მასპინძლობაზე გველაპარაკებით?

508

"რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ლუჟკოვის საქართველოში ჩამოსვლას ეხმიანება და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. 

"შევარდნაძეზე იმ ლეგენდარული ვიდეოსი არ იყოს, ერთი ლუჟკოვისაც და მისი ჩამომთრევისაც, მაგრამ რა მინდა გითხრათ ძვირფასო ხელისუფლების წარმომადგენლებო: დავუშვათ და უყურადღებობის გამო შემოგეპარათ, ან არ გეგონათ ხმაური თუ ატყდებოდა და ისე შემოუშვით, ან იცოდით რომ ატყდებოდა ხმაური და მაინც შემოუშვით, ან სულაც არაოფიციალურად მოიპატიჟეთ, მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც არ უნდა იყოს, ახლა მაინც მიდექ-მოდექით, რაღაც ქენით და თუ ვერ იჭერთ, გააგდეთ მაინც, ან თუ გაგდება ნამეტანი უხეშობად გეჩვენებათ, თავაზიანად მიაბრძანეთ აქედან ოკუპაციის კანონზე აპელირებით, თორემ რომელი ჯოყოლა თქვენა ხართ და რომელი ზვიადაური ეგაა რომ გადმომდგარხართ და სტუმარ-მასპინძლობაზე გველაპარაკებით ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით? ტოჟე მნე ვაჟა-ფშაველა! ვაჰ!",-წერს დავით ზურაბიშვილი. 

Comments
Loading...