- Advertisement -

ზურაბიშვილი: მე ვიქნები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ლობისტი ხელისუფლებაში

19

ამის შესახებ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეჯოში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

“პრაქტიკულად, მთელ ქვეყანაში დაწყებულია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ მთავარი – ამ ადამიანების ინტეგრაცია საზოგადოებაში. მათი ინტეგრაცია დამოკიდებულია არა კანონებზე, არა ფულზე, არამედ ჩვენი მენტალობის შეცვლაზე. თუ ჩვენ არ შევცვლით დამოკიდებულებას, ისინი ვერ გამოვლენ სახლებიდან. მე ვიქნები მათი ლობისტი ხელისუფლებაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Comments
Loading...