- Advertisement -

ზურაბიშვილი: მხოლოდ არჩევნების გზას განვიხილავთ, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა გაუმართლებელია

2

როგორც პოლიტიკოსმა “აიპრესს” უთხრა, რევოლუციური სცენარი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს გამართლებული, თუ მოხდება არჩევნების გაყალბება.
კითხვაზე, არჩევნების ბოიკოტირების თემას განიხილავენ თუ არა, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ არჩევნების ბოიკოტირება უაზრობაა.
“რევოლუციური სცენარი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს გამართლებული, თუ მოხდება არჩევნების გაყალბება და გაყალბებული არჩევნების შედეგად მოდის ადამიანი ხელისუფლებაში. ამას პოლიტიკური პარტიებიც ვერ ახდენენ, ამას ხალხი აკეთებს. როდესაც ხალხი ხედავს, რომ მისი არჩევანი გაყალბდა, ის გამოდის ქუჩაში და აპროტესტებს. სხვა მხრივ, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა გაუმართლებელია. თუნდაც, ასეთი ხელისუფლება იყოს, როგორც დღეს არის.
დიახ, ჩვენ განვიხილავთ არჩევნებს. ჩვენი პარტია სხვა გზას არ განიხილავს, ხელისუფლება უნდა დაამარცხო ხელისუფლება და თუ ეს ხელისუფლება ამ მარცხს არ აღიარებს, მერე შეიძლება აჩვენო წითელი ბარათი. მანამდეკი უნდა დაამარცხო არჩევნებით”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, ქართულმა ოცნებამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებები პროპორციულ სიაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი
The post ზურაბიშვილი: მხოლოდ არჩევნების გზას განვიხილავთ, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა გაუმართლებელია appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...