- Advertisement -

ზურაბიშვილი: “ნაცები” მოსული იყვნენ ერთი იმედით, რომ ხანძარს მეხანძრეები ვერ ჩააქრობდნენ

469

 

"ნაცების ტვინში ჩამახედე… ადგილზე მოსულნი იყვნენ აშკარად ერთი იმედით, რომ ხანძარს მეხანძრეები ვერ მოერევოდენ და ვერ ჩააქრობდნენ დროულად…", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი, თბილისის მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

" საბედნიეროდ, მეხანძრეებმა ურთულესი პირობების მიუხედავად შეძლეს და დროულად მოახერხეს მთავარი კერების ჩაქრობ. ვეღარც მალავდნენ უკმაყობილებას და მაინც აწვებოდნენ მომზადებულ ტექსტს: "დროულად არ გამოიყვანეს მეხანძრეები, ვერტფრენი არ იყოო" და ასე შემდეგ… თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის უბნის ბავშვებთან სელფების გადაღებას არ ივიწყებდნენ… ბოლოს გაღიზიანებული სახით ადგილი დატოვეს უდუმაშვილმა და მის ხელქვეითმა რურუამ… ტრაგედიის აცილებამ ვერ გაახარა ეტყობა!", – წერს სალომე ზურაბიშვილი facebook-ში.

Comments
Loading...