- Advertisement -

ზურაბიშვილი: ტურისტები გვინდა, მაგრამ ისეთები, ვინც 200 დოლარს კი არ ხარჯავენ, არამედ 2000-ს

495

"ტურისტიც არის და ტურისტი! ინვესტორიც და ინვესტორი! ჩვენ უნდა გვქონდეს სწორი სტრატეგია და არ გადავაქციოთ ძვირად აღდგენილი ძველი უბნები გაუგებარ ქვეყნის დაბინძურებულ ბაზრობად …" – პარლამენტის წევრი, მთაწმინდის მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი მერიის მიერ კაფე-ბარის მფლობელებისთვის გაცემულ გაფრთხილებას ეხმაურება.

იერსახის შენარჩუნება ნიშნავს სამომავლოდ სერიოზულ. ტურისტულ მიმზიდველობის შენარჩუნებას და ამ პოტენციალის გაზრდას … ვისაც ეს არ ესმის, ნახოს რა მოუვიდა საბერძნეთის ეკონომიკას ან ესპანეთს ტურისტული ბუმის მიუხედავად… ტურისტები გვინდა მაგრამ ისეთები, ვინც 200 დოლარს კი არ ხარჯავენ არამედ 2000-ს , არა ჯემფესტის ან ჩილიმბარებისთვის ჩამოდის, არამედ უნიკალურ ქართულ კულტურის ძეგლების , ტრადიციების, ღვინის , კერძების, ხელუხლებელ ბუმების, გრანდიოზულ ლანდშაფტისთვის ჩამოვა, გაუფრთხილდება და შეიყვარებს …. ტურიზმი. რაღაც სასწაულმოქმედი სიტყვა კი არ არის – ისეთი ტურიტები გვეყოლება, როგორსაც დავიმსაურებთ და ტურიზმი ან აგვაშენებს ან დაგვაქცევს! …

პ.ს. ამიტომ ვესალმები მერიის მიერ გაცემულ გაფრთხილებას. ასევე უნდა გააფრთხილოს ის დაწესებულებები, რომლებიც 15 აგვისტოს შემდეგ, კანონის მიუხედავად, 12 საათის შემდეგ ხმაურს არ შეწყვეტენ!" – წერს სალომე ზურაბიშვილი.

Comments
Loading...