- Advertisement -

ზურაბ აბაშიძე: იური ლუჟკოვმა საქართველოს კანონი დაარღვია

606

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე "აიპრესთან" აცხადებს, რომ მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის განცხადებაზე აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით, კომენტარს არ გააკეთებს. თუმცა, განმარტავს, რომ მისთვის და მთავრობისთვის ეს განცხადება მიუღებელია.

პრემიერის წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ იური ლუჟკოვი არის კერძო პირი, რომელიც საკუთარი მოსაზრებას აფიქსირებს. ზურაბ აბაშიძე იქვე განმარტავს, რომ იური ლუჟკოვი რუსეთის პოზიციას ახმოვანებს.

"ზოგადად ლუჟკოვი რუსეთის პოზიციას ახმოვანებს, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი, არამარტო ჩვენთვის, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რაც ცნობილი ფაქტია.

ის კერძო პირია, ვერ შევყვები ვერანაირ დისკუსიაში. ზოგადად კი რაც შეეხება რუსეთის პოზიციას ჩვენთის ეს მიუღებელია.

მოსკოვის ყოფილმა მერმა დაარღია საქართველოს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და ისე შემოვიდა ქვეყანაში…

გეთანხმებით, რომ დაარღვია კანონი და ამაზე შს მინისტრის მოადგილემ განაცხა, მის პასპორტში არ იყო დაფიქსირებული, რომ ის იმყოფებოდა აფხაზეთში და ოსეთში, რაც სავარაუდოდ სერიოზული ხარვეზის მიზეზი გახდა. მინისტრის მოადგილემა თქვა, რომ ამ საკითხზე მოკვლევა ჩატარდება.

ცნობისთვი, მოსკოვის ყოფილმა მერმა, "მოამბესთან" განაცხადა: "მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს“.

ავტორი: ირმა მესხია

Comments
Loading...