- Advertisement -

ზურაბ ალავიძემ თანამდებობა დატოვა

251

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პრემიემინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მან ყოფილ მინისტრს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და მის შემცვლელად საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი დაასახელა.

"რამდენიმე დღის წინ, ზურაბ ალავიძემ მომმართა თხოვნით კერძო სექტორში დაბრუნებაზე და მე ეს თხოვნა დავაკმაყოფილე" – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...