- Advertisement -

ზურაბ ალავიძე: ამ წუთში არცერთ დასახლებულ ტერიტორიას საფრთხე არ ემუქრება

612

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ამ დროისთვის არცერთ დასახლებულ ტერიტორიას საფრთხე არ ემუქრება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ტექნიკა მუშაობს და ცოცხალი ძალაც ადგილზეა.

"ორი გავრცელების კერა გვაქვს. ერთი წაღვერის მიმართულებით და მეორე ქვემოთ, ბორჯომის მიმართულებით. ტექნიკა მუშაობს, სახანძრო მანქანები ასულები არიან, გზა გავიყვანეთ, ცოცხალი ძალა ადგილზეა. მიმდინარეობს ხეების ჩაჭრა, ის სადაც საჭიროა, რომ ხანძარი არ გავრცელდეს. არცერთ დასახლებულ ტერიტორიას ამ წუთში საფრთხე არ ემუქრება",- აცხადებს მინისტრი.

Comments
Loading...