- Advertisement -

ზურაბ ალავიძე: გათავისუფლებული გუბერნატორები გააგრძელებენ ცხოვრებას

420

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გუბერნატორების გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცვლილება დინამიური პროცესია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ გათავისუფლებულ გუბერნატორებს ღირსეული სამსახური აქვთ და ჩვეულებრივად გააგრძელებენ ცხოვრებას.

"გუბერნატოტების შეცვლა მოხდა. ისინი სხვადასხვა სამსახურებში გადავიდნენ და მუშაობას აგრძელებენ. სამსახურის გარეშე არავინ დარჩენილა, ახლა იცვლება კიდევ ორი გუბერნატორი. ისინი ცხოვრებას აგრძელებენ და სხვა სამსახურებში გადადიან, რომელიც მათთვის კომფორტული იქნება. ერთი გუბერნატორი კერძო სექტორში გადადის თუ არ ვცდები, მეორე ფინანსთა სამინისტროში აგრძელებს მუშაობას.

დინამიური პროცესია და ცვლილებები ხდება, ამაში განსაკუთრებული არაფერია. რაც შეეეხება ახალ გუბერნატორებს, როგორც სხვა გუბერნატორები შევარჩიეთ, ანალოგიურად შევარჩევთ ახალ გუბერნატორებს და კარგ გუბერნატორებს მივიღებთ, რომლებიც იმ გამოწვევებსა და პროცესებში იქნებიან ჩართული, რაც დღეს გვაქვს და რასაც ვგეგმავთ, სამი წლის განმავლობაში.

გამოწვევები დიდი გვაქვს. სივრცით მოწყობაზე რომ ვსაუბრობთ, ეს გულისხმობს რეგიონების განვითარებას. ყველა ამ პროექტებს რეგიონებში ვაკეთებთ. ამის გათვალისწინებით, გუბერნატორები მთავრობის წარმომადგენლები არიან რეგიონებში. ისინი აქტიურად იქნებიან ამ პროცესებში ჩართული. აქ ახალი არაფერი ხდება, დინამიური პროცესია. არც გასაკვირი ხდება რამე. ისინი საკუთარ განცხადებით წავიდნნენ.

დარწმუნებული ვარ, მათ ღირსეული სამსახური აქვთ და ჩვეულებრივად გააგრძელებენ ცხოვრებას. ისინი ჩვენი გუნდის წევრები არიან. მათ მადლობა გადავუხადეთ გაწეული სამუშაოებისთვის იმიტომ, რომ რთულ პერიოდში მოუწიათ მუშაობა. გუბერნატორი შეიცვალა შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, გურიაში, რაჭა ლეჩხუმში, კახეთის გუბერნატორი ფაქტობრივად ახალი გუბერნატორია, არჩევნების შემდეგ დაინიშნა. სამცხე ჯავახეთში, სამეგრელოში და იმერეთში გუბერნატორები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას და გამოვრიცხავ, რომ გუბერნატორების ცვლილება არჩევნებს უკავშირდება",-განაცხადა ალავიძემ.

ცნობისთვის, რაჭის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა. ასევე, პრემიერის გადაწყვეტილებით, თანამდებობა დატოვა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.

Comments
Loading...