- Advertisement -

ზურაბ ალავიძე: მეტროსადგური “სახელმწიფო უნივერსიტეტი” მგზავრებს რამდენიმე საათში მოემსახურება

422

დღეს 23-ე მეტროსადგური "სახელმწიფო უნივერსიტეტი" გაიხსნა. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი მეტროსადგური მგზავრებს გახსნიდან რამდენიმე საათში მემსახურება.

"მეტროსადგური მზად არის ექსპლუატაციაში მიღებისთვის. გახსნის შემდეგ რამდენიმე საათში, მოსახლეობა შეძლებს ისარგებლოს. დაახლოებით 15 ათას მგზავრს მოემსახურება, თბილისელები და თბილისის სტუმრები შეძლებენ უსაფრთხო გადაადგილებას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინფრასტრუქტურა ტრანსპორტის განვითარებისთვის",- აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.

მეტროსადგურის მშენებლობა მშენებლობა აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა.

მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა 21 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო. პროექტის მშენებლობა 2015 წლის გაზაფხულზე განახლდა.

Comments
Loading...