- Advertisement -

ზურაბ ალავიძე: რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილებაზე ინფორმაციას მტერი ავრცელებს

638

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს გავლით სამხედრო ტექნიკა გადაადგილდებოდა. 

"არანაირი სამხედრო ტექნიკა საქართველოს გავლით არ გადაადგილდებოდა. ასეთ ინფორმაციას საქართველოს მტერი ავრცელებს, რათა მეზობლებთან ურთიერთობა დაგვეძაბოს", – აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ ნუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნით ავტომობილები გადაადგილდება, რომელსაც დიდი ალბათობით სამხედრო ტექნიკა გადააქვს.

პარლამენტის "თავდაცვისა და უშიშროების" კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა კი განაცხადა, რომ ბოლნისში ბელორუსის მოქალაქეებს სამხედრო სამაშველო ტექნიკა მართლაც გადაჰყავთ. 

Comments
Loading...