- Advertisement -

ზურაბ ალავიძე: სამცხე ჯავახეთში, სამეგრელოსა და იმერეთში გუბერნატორები არ შეიცვლებიან

598

 

კახეთში, სამცხე ჯავახეთში, სამეგრელოსა და იმერეთში გუბერნატორები არ შეიცვლებიან,-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, გუბერნატორების გათავისუფლება არჩევნების მოახლოებას არ უკავშირდება. 

"გუბერნატოტების შეცვლა მოხდა. ისინი სხვადასხვა სამსახურებში გადავიდნენ და მუშაობას აგრძელებენ. სამსახურის გარეშე არავინ დარჩენილა, ახლა იცვლება კიდევ ორი გუბერნატორი. ისინი ცხოვრებას აგრძელებენ და სხვა სამსახურებში გადადიან, რომელიც მათთვის კომფორტული იქნება. ერთი გუბერნატორი კერძო სექტორში გადადის თუ არ ვცდები, მეორე ფინანსთა სამინისტროში აგრძელებს მუშაობას. დინამიური პროცესია და ცვლილებები ხდება, ამაში განსაკუთრებული არაფერია.

რაც შეეეხება ახალ გუბერნატორებს, როგორც სხვა გუბერნატორები შევარჩიეთ, ანალოგიურად შევარჩევთ ახალ გუბერნატორებს და კარგ გუბერნატორებს მივიღებთ, რომლებიც იმ გამოწვევებსა და პროცესებში იქნებიან ჩართული, რაც დღეს გვაქვს და რასაც ვგეგმავთ, სამი წლის განმავლობაში. გამოწვევები დიდი გვაქვს. სივრცით მოწყობაზე რომ ვსაუბრობთ, ეს გულისხმობს რეგიონების განვითარებას. ყველა ამ პროექტებს რეგიონებში ვაკეთებთ. ამის გათვალისწინებით, გუბერნატორები მთავრობის წარმომადგენლები არიან რეგიონებში. ისინი აქტიურად იქნებიან ამ პროცესებში ჩართული. აქ ახალი არაფერი ხდება, დინამიური პროცესია. არც გასაკვირი ხდება რამე. ისინი საკუთარ განცხადებით წავიდნნენ.

დარწმუნებული ვარ, მათ ღირსეული სამსახური აქვთ და ჩვეულებრივად გააგრძელებენ ცხოვრებას. ისინი ჩვენი გუნდის წევრები არიან. მათ მადლობა გადავუხადეთ გაწეული სამუშაოებისთვის იმიტომ, რომ რთულ პერიოდში მოუწიათ მუშაობა. გუბერნატორი შეიცვალა შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, გურიაში, რაჭა ლეჩხუმში, კახეთის გუბერნატორი ფაქტობრივად ახალი გუბერნატორია, არჩევნების შემდეგ დაინიშნა. სამცხე ჯავახეთში, სამეგრელოში და იმერეთში გუბერნატორები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას და გამოვრიცხავ, რომ გუბერნატორების ცვლილება არჩევნებს უკავშირდება",-განაცხადა ალავიძემ. 

Comments
Loading...